понедельник, 13 февраля 2017 г.

პროექტ-გაკვეთილი კვების ტიპები







სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში
პროექტ- გაკვეთილი
                                                  კლასი X        2017 წელი 9 თებერვალი
გაკვეთილის თემა
კვების ტიპები ცოცხალ ორგანიზმებში

სწავლების საფეხური
საბაზო

საგანი , მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია
ნინო აბაშიძე

მოსწავლეთა რაოდენობა
20

განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე  მოსწავლეთა  რაოდენობა
არ არის

სასწავლო მიზნები
1.საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია 
2,მოსწავლეების ინტერესების გაღვივება,საკუთარი აზრის გამოთქმის, არგუმენტაციის, მოსმენის, მსჯელობის და დისკუსიის  საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების  განვითარება.
3.ინფორმაციის მოპოვების , ორგანიზებისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება
სივრცითდროითი ასპექტების განსაზღვრა
4.პრობლემის ანალიზი და მათი მოგვარების სავარაუდო გზების დასახვა და მისი განვითარების მოდელის შექმნა
5.ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მათი სხვადასხვა სახით გამოსახვის უნარის განვითარება


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაანალიზებენ სხვადასხვა ორგანიზმებში კვების თავისებურებებს , იმსჯელებენ კვების მნიშვნელობაზე .მოიძევენ ინფორმაციებს ცოცხალ ორგანიზმებში , ერთუჯრედიანებიდან , მრავალუჯრედიანების ჩათვლით კვების ორგანოების ევოლუციის შესახებ ,  შეძლებენ მოძიებული ინფორმაციების სრულყოფასა და დახარისხებას . განუვითარდებათ სხვადასხვა უნარ - ჩვევები როგორიცაა , პრეზენტაციის , აზრის გადმოცემის , ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთანამშრომლობის  უნარები.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ერთუჯრედიანების და მრავალუჯრედიანების საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება, ეკოსისტემაში მათ შორის  კვებითი ურთიერთობები,

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.

ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
·           ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;
·           ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას;
ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს გარემოსათვის მწვანე მცენარის მნიშვნელობაზე;


     გაკვეთილის თანამიმდევრობა
( აქტივობები და დრო)
აქტივობა 1  -- გონებრივი იერიში
მასალის გამეორება შესაბამისი კითხვებით
    რა ორგანოებისაგან  შედგება საჭმლის მომნელებელი სისტემა ,   რომელ ორგანიზმში  ვხვდებით პირველად საჭმლის მომნელებელ სისტემას , კვების მიხედვით როგორ იყოფიან ცოცხალი ორგანიზმები,  რა განსხვავებაა მცენარისა და ცხოველის კვების თავისებურებებს შორის/     (5  წთ )


აქტივობა II- ჯგუფების მიერ პრეზენტაციის გაკეთება
ჯგუფი 1---    ჰეტეროტროფული ორგანიზმების კვების ტიპი
ვიდეოს ჩვენება
ჯგუფი  2------  სიმბიოზური ურთიერთობები
 ვიდეოს ჩვენება
ჯგუფი  3-----   პარაზიტული ორგანიზმების კვების ტიპი
ვიდეოს  ჩვენება
ჯგუფი  4  ----- საპროფიტული ორგანიზმების კვების ტიპი
ვიდეოს ჩვენება 
ჯგუფი -5  -- ავტოტროფული კვება
 ვიდეოს ჩვენება       (35 წთ)

            აქტივობა III--კვებითი ჯაჭვი

რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალ ორგანიზმებს კვებით ჯაჭვში ?     1 წთ



     აქტივობა   IV---შეჯამება
დაფაზე ჩამოწერენ  ძირითად   დასკვნებს

       აქტივობა V---შეფასება
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვურიგებ განმავითარებელი შეფასებისათვის გასასვლელ ბილეთებს სადაც  უნდა უპასუხონ 3 კითხვას  1.  რა მოგცათ პროექტზე მუშაობამ . 2. რის გაგებას ისურვებდით კიდევ დამატებით   3.  როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნას ყოფა-ცხოვრებაში.

შეფასება
განმსაზღვრელი, განმავითარებელი

სასწავლო რესურსები
ინტერნერი, სახელმძღვანელო, დაფა ცარცი,  პროექტორი







თვითშეფასება:                                                               





კრიტიკული მეგობარი:                                                               

Комментариев нет:

Отправить комментарий