суббота, 31 октября 2015 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს  დავასრულეთ ჩვენს პროექტზე  მუშაობა . კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევარს და  მოვაწესრიგეთ  ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ  ჩვენს ბლოგზე.
აღსანიშნავია ის რომ , ჩვენი ტრენერი  გამოირჩევა დიდი გულისხმიერებით , არ ტოვებს არც ერთ მონაწილეს უყურადღებოდ და ყველას სათანადოდ ეხმარება, მადლობა მას  ჩვენდამი    გაწეული გულისხმიერებისათვის . იმედი მაქვს დიდად დამეხმარება ნასწავლი მასალა შემდგომ  ჩემს მუშაობაში .








მერვე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  საინტერესოდ და მხიარულ ატმოსფეროში მომდინარეობდა . შევცვალეთ ბლოგის   დიზაინი ,გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს,შევიტანეთ ცვლილებები, გავაკეთეთშეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასებისკრიტერიუმები.წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელ-ის პროექტის მასალები,გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს  და  შევარჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისათვის.
  
მინდა აღვნიშნორომ დაუზარებელი და მეტად აქტიური ადამიანია ჩვენი  ტრენერირომელიც მუდამ ითხოვს ჩვენგან , თუ რა გვაინტერესებს და რა  შეკითხვაზე ვისურვებთ პასუხი გაგვცესმადლობა მას ასეთი  გულისხმიერებისათვის.

суббота, 24 октября 2015 г.

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს დავასრულეთ წინა ტრენინგზე დაწყებული მოსწავლეთა  ნამუშევარი , პრეზენტაცია შევასწორეთ და მოვიყვანეთ სისრულეში. საბოლოო სახე მივეცით და მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, რომელიც გაბნეული გვქონდა სხვადასხვა ფოლდერში .
გავეცანი საავტორო უფლებების მარტივ შაბლონს , სადაც იწერება მოძიებული  ინფორმაციების მისამართები. ტრენინგი მიმდინარეობდა ძალზედ საინტერესო და მეგობრულ გარემოში

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

მეექვსე დღეს გავიმეორეთ  განვლილი მასალა , გაუგებარი მასალა თუ  ვინმეს დარჩა გაგვიმარტა ტრენერმა და მოგვცა მითითებები, ამის შემდეგ დავიწყეთ ახალ მასალაზე მუშაობა.განვიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკები, განვიხილეთ კრიტარიუმები, პრეზენტაციის დროს ყურადღება ექცევა  პრეზენტაციის შინაარს , მის ორგანიზებას  და დიზაინის ელემენტებს , რითაც  ფასდება მოსწავლეები ,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით პრეზენტაციაში , ასევე საავტორო უფლებების შაბლონსაც გავეცანით ,  ბოლოს მოგვეცა საშინაო დავალება .

суббота, 17 октября 2015 г.

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია


მეხუთე დღე საინტერესოდ დავიწყეთ . ტრენერმა მოახდინა საშინაო დავალების განხილვა და მოგვცა რეკომენდაციები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის მონიტორინგზე , კერძოდ მოსწავლეებზე დაკვირვება პროექტის მიმდინარეობისას, დაკვირვება მოსწავლეთა მოქმედებებზე, რომელშიც იწერება კი ან არა , ან + და - ით . დაკვირვება შემოქმედებით მოქნილობაზე.განვიხილეთ პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა  , ამ ფორმის მიხედვით მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს , კრიტიკულად უდგებიან ერთმანეთის პრეზენტაციას და შესაძლოა  მისცენ შესაბამისი რჩევები და რეკომემდაციები.
მოსწავლეთა პროექტის გეგმის მიხედვით მოსწავლე სახავს მიზნებს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, განახორციელებს და მონიტორინგს უტარებს პროექტის მიმდინარეობას და შესაბამისად აფასებს  საკუთარ თავს.

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსი

                        

მეოთხე დღე საქმიანად დაიწყო .  განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა , როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რათა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეს ჰქონდეს  თემის შესაბამისი  საბაზისო ცოდნა. დავათვალიერეთ და შევარჩიეთ შეშეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეთა ცოდნის დადგენისათვის , მოგვეცა საშინაო დავალება  KWL ცხრილი  ,  პროექტის კონფერენციის კითხვარის, ვენის დიაგრამის შევსება. ამ კითხვარების საშუალებით ვიგებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მათ შესაძლო ინიციატივებს  ,  თუ რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ მათ და რა თვისებები უფრო მეტად დასჭირდებათ მათ ამ პროექტის განსახორციელებლად.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

მესამე დღეს ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე , საგნობრივ  სტანდარტებზე, პროექტის მიზნებზე  და მიმართულების მიმცემ კითხვებზე. თუ როგორი უნდა იყოს კითხვები  ზოგადი , თემის და შინაარსობრივი , რის მიხედვითაც უნდა იმუშაოს მოსწავლემ მთელი პროექტის მიმდინარეობისას. ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეს  დასახული მიზნის მისაღწევად.

суббота, 10 октября 2015 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

                              პირველი--- მეორე    დღე

  2015 წელის 19 სექტემბერს  ჭალის საჯარო სკოლაში შედგა ინტელის ტრენინგი , რომელსაც გვიტარებდა  მასწავლებელთა სახლის ტრენერი გიორგი ხომასურიძე. პირველი დღე დაიწყო გაცნობით  . ტრენერი ძალიან კომუნიკაბელური და ძალზედ მცოდნე ადამიანია , გავეცანით პროექტების სწავლების მიზნებსა და ამოცანებს, რა უნარები უვითარდებათ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს. 
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მთავარი კითხვა
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
რეფლექსია სწავლაზე
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • პრობლემის გადაჭრის
  • გადაწყვეტილების მიღების
  • გამოძიების
  • დოკუმენტირების